მთავარი
ჩვენ შესახებ
კლინიკის ისტორია

გიორგი ჯავრიშვილი

კლინიკა „ოფთალმიჯი“ დაარსდა თბილისში 1996 წლის 7 იანვარს. დამფუძნებელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჯავრიშვილი. კლინიკის დაარსებას წინ უძღოდა რამდენიმე საინტერესო მოვლენა. 1987 წელს გიორგი ჯავრიშვილი იწყებს ორდინატურის 2 წლიან კურსს მოსკოვის ფიოდოროვის სახელობის თვალის მიკროქირურგიის კომპლექსში.

1990 წელს სვიატოსლავ ფიოდოროვის ინიციატივით გიორგი ჯავრიშვილი მივლინებულ იქნა იტალიის ქ. ნეაპოლში თვალის კლინიკა „Centro Oculistico „SOVIET”-ში, გამოსაგზავნი პაციენტების შესარჩევად. შემდეგ 1.5 წლის განმავლობაში გიორგი ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით რამდენიმე რუს და ქართველ ოფთალმოლოგს მოუწია ზემოთაღნიშნულ კლინიკაში მუშაობა. ეს იყო ქართველი ოფთალმოლოგების პირველი გასვლა სამუშაოდ ევროპაში. 1991 წელს გიორგი ჯავრიშვილმა მოსკოვის ფიოდოროვის სახელობის თვალის მიკროქირურგიის კომპლექსში დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2005 წელს სადოქტორო დისერტაცია. ორივე ნაშრომი ეხებოდა რქოვანის პათოლოგიის ქირურგიულ მკურნალობას.

გიორგი ჯავრიშვილის მონაწილეობით 1992 წელს უკრაინაში, ქ. დონეცკში შეიქმნა თვალის მიკროქირურგიის კლინიკა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. 1997 წელს, საქართველოში პირველად, „ოფთალმიჯის“ ბაზაზე დაინერგა რქოვანის გადანერგვის, ბადურა გარსის ლაზერული და კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციის ოპერაციები. ეს იყო ნამდვილი გარღვევა ქართულ ოფთალმოლოგიაში, რომელსაც, როგორც წესი, გამოუჩნდენ მოწინააღმდეგენიც. თუმცა ახალი მეთოდები თანდათან გავრცელდა სხვა კლინიკებშიც.

კლინიკის ექიმები მუდმივად არიან ჩართული საერთაშორისო ოფთალმოლოგიურ კონფერენციებსა და კონგრესებში.

2013 წელს კლინიკის შენობაში გაიხსნა საგამოფენო დარბაზი - „Oftalmij Art Gallery“.